ჩვენ ერთმანეთში აქტიურად ვთანამშრომლობდით და თბილი ურთიერთობა გვქონდა – ამის შესახებ ვლადიმერ იმნაძემ დოდო გუგეშაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

ჩვენ ერთმანეთში აქტიურად ვთანამშრომლობდით და თბილი ურთიერთობა გვქონდა – ამის შესახებ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ დოდო გუგეშაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დოდო გუგეშაშვილს პრობლემები რომ ჰქონოდა, მათაც ეცოდინებოდათ.
„ინფორმაცია ნახევარი საათის წინ მივიღე. ქალბატონი დიდო გუგეშაშვილი დაჭრილია. ახლა ოპერაციაზეიმყოფება და ჯერ არაფერი ვიცით. სახლში პოლიციაა. რამდენი ჭრილობა აქვს, არ ვიცი, ვერ გეტყვით. არასდროს ყოფილა ისეთი რაღაც, რომ პრობლემები ჰქონოდა, თორემ ჩვენ გვეცოდინებოდა. ჩვენ ერთმანეთში აქტიურად ვთანამშრომლობდით და თბილი ურთიერთობა გვქონდა. მისი შვილი ერთი პერიოდი ჩვენთან მუშაობდა“, – განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.
დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს, გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დღეს დილით ესროლეს, რის შედეგადაც შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მდგომარეობაშია.
მსგავსი სიახლეები

კახა კალაძე: ვარკეთილის მე-3 მასივის ავარიულ სახლში მაცხოვრებლები სამშენებლო კომპანიებს შეყავთ შეცდომაში

„მისასალმებელია, რომ „რუსთავის ფოლადი” გეგმავს საწარმოს მთლიან განახლებას, რომ ის უფრო ენერგოეფექტური გახდეს.

“თავდაცვის სამინისტროს კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის, პირველწყაროს მოძიება ჯერ მიმდინარეობს, არ არის ბოლომდე პირველწყარო დადასტურებული”

ხორავას ქუჩის საქმეზე მიღებული შედეგები ცალკეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა-ირაკლი კობახიძე
