“ჩვენ დამოკიდებულება არ შეგვიცვლია – გნებავთ, კომისია შევქმნათ, გნებავთ გადავითვალოთ, გნებავთ, ვიდეოთვალი გავხსნათ”

“ჩვენ დამოკიდებულება არ შეგვიცვლია – გნებავთ, კომისია შევქმნათ, გნებავთ გადავითვალოთ, გნებავთ, ვიდეოთვალი გავხსნათ”

მოლაპარაკებათა მეხუთე და რამდენიც გინდათ, იმდენი რაუნდი საჭირო და აუცილებელია, რათა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახოს მხარეთა პოზიციები, ჩვენ დამოკიდებულება არ შეგვიცვლია – გნებავთ, კომისია შევქმნათ, გნებავთ გადავითვალოთ, გნებავთ, ვიდეოთვალი გავხსნათ. ნებისმიერი კითხვას, რომელიც ამ არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს, პასუხი უნდა გაეცეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ამ პოზიციიდან ჩვენ არც გადაგვიხვევია, არც ვაპირებთ და დიდწილად, ეს ჩვენი პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანია. პოზიციები დავაფიქსიროთ ყველამ და საზოგადოებას ჩვენი თავი წარვუდგინოთ ისეთები, როგორებიც ვართ, რასაც ვფიქრობთ, როგორ ვფიქრობთ ქვეყანაში სტაბილურობის შექმნას, ვინ უპირისპირდება ამ იდეას და ვინ იღწვის ამისთვის. რა საკვირველია, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი აუცილებელი ასპექტიც; ესაა გადათვლა იმ შედეგებიც, რომელიც პარალელურმა დათვლამ გვაჩვენა და მხოლოდ 40-41 დღის შემდეგ აღიარეს, რომ ამაში ცდომილება იყო, თუმცა, არ აღიარეს ის, რომ ამან მნიშვნელოვნად შეცვალა შედეგები და ეს ერთ-ერთი საგანგებო, დასაყრდენი არგუმენტი გახდა ოპოზიციისთვის, რათა ხალხის დიდი ნაწილი შეეყვანათ შეცდომაში“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები