“ჩვენ და ცესკო-ს არჩევნების გაყალბებას გვაბრალებდნენ და ბოლოს პარალელური დათვლის შედეგები აღმოჩნდა გაყალბებული”

ჩვენ, ცესკო-ს და ქართულ სახელმწიფოს არჩევნების გაყალბებას გვაბრალებდნენ და ბოლოს აღმოჩნდა პარალელური დათვლის შედეგები გაყალბებული, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ წევრის თქმით, მმართველი გუნდი რევოლუციურ სცენარზე წინასაარჩევნო პერიოდშიც საუბრობდა და მარტივად დასაჯერებელია, რომ რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი მსხვილი კომპონენტი სწორედ პარალელური დათვლი მონაცემები იყო.
„კონკრეტულმა პირებმა არა მხოლოდ „სამართლიანი არჩევნების” იმიჯის დაზიანება გადაწყვიტეს, არამედ ქართული სახელმწიფოს დაზიანება. წარმოიდგინეთ, რამხელა სკანდალი მოხდა. მგონი, ვერ აღვიქვამთ კარგად, რა მოხდა. ეს მათთვის რევოლუციური სცენარის ნაწილი რომ ყოფილიყო, არ გამოვრიცხავ, რადგან ზიანდება სახელმწიფო და „სამართლიანი არჩევნები”. უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამ ორგანიზაციის იმიჯი არ შეილახოს, მისი დროებით დაზიანებული რეპუტაცია ერთად უნდა აღვადგინოთ და უზრუნველყოფილი იყოს იმ პირების გამომჟღავნება, ვინც დუმდა და შემდეგ „შეცდომა“ აღიარეს, ხოლო ახლა 8%-იან თემაზე დუმან, რადგან წარმოუდგენელია მსგავსი იყოს. გამორიცხულია, ვერაფერს იტყვიან, თუ ახალი არ გამოიგონეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მსგავსი სიახლეები

ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საწვავის ხარისხის ზრდა და ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებების განხორციელება აუცილებელია-კახა კალაძე

ირაკლი კობახიძე: პარლამენტი იქნება იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული, რომლებსაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ეფუძნება
ლევან დავითაშვილი ვაზისუბნის დასახლებას შეხვდა, ქალაქის განვითარების გეგმის შესახებ ისაუბრა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

დღეს არსებული ვითარების შეცვლის ერთადერთი შანსი არის, რომ ”ერთ კონკრეტულ საკითხზე ჩამოვყალიბდეთ”-ლაშა ტუღუში
