ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია მათგან მსგავსი ბრალდებები და სამწუხაროდ, შემდეგ ეს აღმოჩენილა „ფეიქ ნიუსი“-მამუკა ბახტაძე

ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია მათგან მსგავსი ბრალდებები და სამწუხაროდ, შემდეგ ეს აღმოჩენილა „ფეიქ ნიუსი“-მამუკა ბახტაძე

ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია მათგან მსგავსი ბრალდებები და სამწუხაროდ, შემდეგ ეს აღმოჩენილა „ფეიქ ნიუსი“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არჩევნების შემდეგ,პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შემოწირულობებს კვლავ იღებს და ოპოზიციას აქვს ეჭვი, რომ აღნიშნული შემომწირველი კომპანიები ტენდერებში იმარჯვებენ.
„თუ ოპოზიციას აქვს ეჭვი და აქვს კონკრეტული ფაქტები, პირველ რიგში, მე ვიქნები დაინტერესებული, რომ ეს ფაქტები მოვისმინოთ. ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია მათგან მსგავსი ბრალდებები და სამწუხაროდ, შემდეგ ეს აღმოჩენილა „ფეიქ ნიუსი“. ჩვენ გვაქვს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. არჩევნების დასრულებით ქვეყნაში არც ეკონომიკური და არც სოციალური ცხოვრება არ სრულდება, ეს პროცესი არის მუდმივი და აქედან გამომდინარე, ჩვენ თითოეულ „ქეისს“ ცალკე უნდა ჩავუღრმავდეთ. თუ მასში გამოიკვეთება რაიმე დეტალი, თუკი სამოქალაქო საზოგადოება, ან ოპოზიციური პარტიები აღმოაჩენენ მასში რაიმე კონკრეტულ ეპიზოდს, რომელიც გამაგრებული იქნება შესაბამისი არგუმენტებით, გაძლევთ პირობას, რომ ვიქნები პირველი დაინტერესებული, რომ პროცესი განვიხილოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები