“ჩვენ არა მარტო კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, არამედ რეგიონში მშვიდობის პლატფორმის როლის შესრულება გვინდა”

“ჩვენ არა მარტო კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, არამედ რეგიონში მშვიდობის პლატფორმის როლის შესრულება გვინდა”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე სომხური ჯვრის დადგმის საკითხს გამოეხმაურა.
როგორც მან განმარტა, ხელისუფლებას არა მარტო კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება, არამედ რეგიონში მშვიდობის პლატფორმის როლის შესრულებაც სურს.
​მისივე თქმით, ცხინვალსა და სოხუმს გარკვეული ურთიერთობები აქვთ სხვა კონფლიქტურ რეგიონებთან და ეს არალეგალური და არასამართლებრივი ფორმაა.
„როცა ვსაუბრობ, რომ არის გარკვეული მცდელობები, მაგალითად მთიანი ყარაბახის კონფლიქტის შემოტანის შიდა ურთიერთობებში და გარკვეულწილად ამ საკითხით მანიპულირების, მათ შორის ვგულისხმობ ამ ამბავსაც. ეს არც ისე ახალი ამბავია, რადგან ვიცით, რომ ცხინვალსა და სოხუმს გარკვეული ურთიერთობები აქვთ სხვა კონფლიქტურ რეგიონებთან და ეს არალეგალური და არასამართლებრივი ფორმაა. რა განცხადებებიც არ უნდა კეთდებოდეს და რა ფორმითაც, ამას ჩვენ ვერ განვიხილავთ რაიმე ლეგიტიმურ, ან პოლიტიკურ და სამართლებრივ ჭრილში. ამ თემის შემოტანა ნებისმიერი ფორმით არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, რომელსაც არა მხოლოდ ჩვენი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, არამედ რეგიონში მშვიდობის პლატფორმის როლის შესრულება გვინდა, შეგვიძლია და გვაქვს ამის სრული მზაობა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ცნობისათვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლები გუშინ ჩავიდნენ. შეხვედრის შემდეგ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე დადგამენ სომხურ ჯვარს – ხაჩკარს, რომელიც სომეხი და ოსი ხალხის სიმბოლო იქნება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები