ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს გაჭირვების, ჩვენ უნდა ვიშრომოთ-პატრიარქი

ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს გაჭირვების, ჩვენ უნდა ვიშრომოთ-პატრიარქი

ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს გაჭირვების, ჩვენ უნდა ვიშრომოთ-ასე მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას, სადაც ქვეყანაში შექმილ ვითარებაზე ისაუბრა.

პატრიარქმა ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას თხოვა, გამოეთქვათ მოსაზრება, როგორ და რა გზებით შეიძლება საქართველო არსებულუ სოციალური ფონის დაძლევა.

“ამერიკაში ვიყავით ჩვენ და იქ შევხვდით ოჯახს – მილორებს და ისინი გვიამბობდნენ, რომ გადმოსული არიან გერმანიიდან. როცა გადაწყვიტეს მათმა მშობლებმა გერმანიიდან ამერიკაში წასვლა, მათ არ ჰქონდათ გზის ფულიც და დაეხმარა ვიღაცა და იმითი წავიდნენ. არაფერი ჰქონდათ, პირველი რაც გააკეთეს, იყიდეს ერთი ძროხა და იმითი იკვებებოდნენ. შემდეგ მეორე, მესამე, მეათე, მეასე, მეორასე… და იმათ გვიამბეს, რომ დიდი გაჭირვება გამოიარეს.

ჩვენ რომ ვიყავით, მათ უკვე ფერმა არ ყავდათ, ჰქონდათ რძის წარმოების ქარხანა და იკვებებოდა 5 მილიონი ადამიანი მათი რძის ნაწარმით. ამიტომ, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ამ გაჭირვებისა, ჩვენ უნდა ვიშრომოთ და მე მინდა თქვენი აზრი მოვისმინო, რა გზები არსებობს ამ გაჭირვებიდან გამოსვლისა”, – განაცხადა პატრიარქმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები