ჩვენ არ შეიძლება დავემსგავსოთ ნიკა გვარამიას, რომელიც მზადაა ქალს ხელი დაარტყას – სოფო კილაძე

ჩვენ არ შეიძლება დავემსგავსოთ ნიკა გვარამიას, რომელიც მზადაა ქალს ხელი დაარტყას – სოფო კილაძე

”ჟურნალისტებზე თავდასხმა უნდა დავგმოთ, მით უფრო იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს პრეტენზია დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე სოციალური ქსელის გვერდზე წერს, რითაც “რუსთავი 2”-ის გადამღები ჯგუფის ცემის ფაქტს ეხმაურება.

“რ2-ის ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტს მინდა გამოვეხმაურო.

”ძალადობა, როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქიკური არის მიუღებელი. ჟურნალისტებზე თავდასხმა უნდა დავგმოთ, მით უფრო იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს პრეტენზია დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების. ჩვენ არ შეიძლება დავემსგავსოთ ნიკა გვარამიას, რომელიც მზადაა ქალს ხელი დაარტყას იმიტომ, რომ მისი აზრი არ მოეწონა, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს შეავიწროვონ და იძალადონ ქალზე.

სამართალდამცავმა სტრუქტურებმა შესაბამისი რეაგირება მოახდინეს ამ ვანდალურ ფაქტზე და მე მიხარია, რომ ჩვენ შევქმენით ისეთი ქვეყანა, სადაც ასეთ ფაქტებზე არის შესაბამისი რეაქცია, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მედია-საშუალებას წარმოადგენს ჟურნალისტი”, – წერს სოფო კილაძე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები