“ჩვენ აქ იმიტომ არ მოვედით, რომ მალე ისევ ბოიკოტს დავუბრუნდეთ”

“ჩვენ აქ იმიტომ არ მოვედით, რომ მალე ისევ ბოიკოტს დავუბრუნდეთ”

ამნისტიის შესახებ შესაძლო კანონი არის ინსტრუმენტი მიზნის მისაღწევად. მიზანია უკანონოდ დაპატიმრებული, პოლიტიკური ნიშნით დევნილი მელიას განთავისუფლება. მელიას გათავისუფლება აუცილებელია, რომ ხელმოწერილი დოკუმენტის სხვა პუნქტების შესრულება შესაძლებელი გახდეს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ამოცანა იყო და რჩება ვადამდელი არჩევნების მიღწევა.

ამის მექანიზმად გვაქვს ადგილობრივ არჩევნებში წარმატება, ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას სჭირდება ამ საკითხების მოგვარება. მოვედით და გავივლით რეგისტრაციას, რომ ჩვენი მხრიდან შევასრულოთ ვალდებულება და ამით გადავდგათ ნაბიჯი წინ. ამნისტიის საკითხებს რაც შეეხება, ამაზე იქნება მსჯელობა. გუშინ მელიამ განაცხადა, რომ თანახმაა იმ ტიპის გირაოზე, რაზეც თავის დროზე ევროპელები იყვნენ თანახმა. ახლა უნდა გავარკვიოთ, ევროპელები ისევ მზად არიან ამისთვის თუ არა. ჩვენ მივიღებთ ისეთ ზომებს, იქნება ეს ამნისტიით თუ ამნისტიის გარეშე, რომელიც შედეგამდე მიგვიყვანს. ჩვენ აქ იმიტომ არ მოვედით, რომ მალე ისევ ბოიკოტს დავუბრუნდეთ. მოვედით, რომ ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ, დავარწმუნოთ კოლეგები, ჩავრთოთ საერთაშორისო საზოგადოება, რომ ქვეყანა კრიზისიდან ამოვიყვანოთ. ამიტომ, მე არ ვფიქრობ იმაზე, რამ შეიძლება დაგვაბრუნოს ბოიკოტში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები