“ჩვენ ამ ეპიდემიის სტაბილიზაციასა და გავრცელების შემცირებას, როცა ბოლო დღეებში ათზე მეტი შემთხვევა არ ფიქსირდება, მაინც შეზღუდვების, საგანგებო წესების მოქმედების პირობებში მივაღწიეთ”

“ჩვენ ამ ეპიდემიის სტაბილიზაციასა და გავრცელების შემცირებას, როცა ბოლო დღეებში ათზე მეტი შემთხვევა არ ფიქსირდება, მაინც შეზღუდვების, საგანგებო წესების მოქმედების პირობებში მივაღწიეთ”

“ჩვენ ამ ეპიდემიის სტაბილიზაციასა და გავრცელების შემცირებას, როცა ბოლო დღეებში ათზე მეტი შემთხვევა არ ფიქსირდება, მაინც შეზღუდვების, საგანგებო წესების მოქმედების პირობებში მივაღწიეთ”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.

მისი თქმით, თუ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დღეში კორონავირუსის 10-20 შემთხვევა დაფიქსირდება, ეს ეპიდემიის დამარცხების ტოლფასი იქნება.
„ჯერჯერობით, ქართველი ექსპერტების ყველაზე კარგი პროგნოზი მართლდება, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ნაწილობრივი წარმატებაა. წარმატება უეჭველია იმ ფონზე, როდესაც ჩვენთან ბოლო პერიოდში მატება აღინიშნებოდა, ხოლო მსოფლიოში კატასტროფული მატება იყო. ამ ფონზე ეს, რასაც მივაღწიეთ, რა თქმა უნდა, არის წარმატება, მაგრამ აქ ერთი ნიუანსია – ჯერჯერობით, ჩვენ ამ ეპიდემიის სტაბილიზაციასა და გავრცელების შემცირებას, როცა ბოლო დღეებში ათზე მეტი შემთხვევა არ ფიქსირდება, მაინც შეზღუდვების, საგანგებო წესების მოქმედების პირობებში მივაღწიეთ.
მართალია, მოიხსნა ყველაზე მკაცრი შეზღუდვები, მაგალითად, კერძო ავტომობილების გადაადგილება და დიდ ქალაქებში შესვლა-გამოსვლა, მაგრამ რიგი სერიოზული შეზღუდვები მაინც არის, როგორიც არის, მაგალითად, ე.წ. კომენდანტის საათი, შეჩერებული რესტორნები, ტურისტული სეზონი და ა.შ.
ჩემი შეფასება ასეთია – ის, რასაც მივაღწიეთ, ძალიან კარგია. ეს ეტაპი უნდა გაგვევლო, მაგრამ ჭეშმარიტ წარმატებაზე ლაპარაკი მაშინ შეგვეძლება, როდესაც ამ დონეს, დღეში 10, მაქსიმუმ 20 შემთხვევის მატების დონეს შევინარჩუნებთ მაშინ, როდესაც შეზღუდვები აღარ იქნება. თუ ამ დონის შენარჩუნებას შეზღუდვების გარეშე შევძლებთ, ეს უკვე იქნება დიდი წარმატება და, ფაქტობრივად, ეპიდემიის დამარცხების ტოლფასი, რამეთუ ათი ახალი შემთხვევა არავითარ პრობლემას  წარმოადგენს საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, რომელიც ძალიან კარგად არის მობილიზებული ამ დაავადებასთან საბრძოლველად“, – განაცხადა ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები