“ჩვენ ალტერნატივად გვქონდა იარაღის ხელში აღება!”

“ჩვენ ალტერნატივად გვქონდა იარაღის ხელში აღება!”

“გვჯერა, რომ პროტესტის ეს ფორმა წარმატებული იქნება,” – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ “რეაქციის” წამყვანის კითხვას, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო თქვენი და თქვენი თანაგუნდელების მიერ შიმშილობის გამოცხადება.

“ჩვენ ჩვენი გზა ავირჩიეთ და ის ორასი ადამიანი ჩვენს სინდისთან მართლები ვართ. ჩვენ ამ გზის გვჯერა. ვისაც კი ამ გზის არ სჯერა სხვა რამე აკეთოს. რატომ ვკამათობთ ხალხო – ჩვენ გვჯერა, რომ პროტესტის ეს ფორმა წარმატებული იქნება და რომ არ იყოს, დავინახავთ ხომ არა არის წარმატებული,” – განაცხადა მელიამ.

დიანა ტრაპაიძის რეპლიკაზე, ეთერამდე გითხარით კიდეც, რომ ისე რატომ იქცევით, როცა ახალი წელს სუფრასთან ვიქნები იმაზე ვიფიქრო და ვინერვიულო, რომ იქ სადღაც ნიკა მელია და ადამიანები შიმშილობს, ენმ-ს ლიდერი ამბობს, რომ “აქ სანერვიულო არაფერია.”

“31 დეკემბრისთვის არაფერი გექნებათ სანერვიულო. იცით რა არის?! – ეს კონსტიტუციური უფლებაა… ჩვენ ალტერნატივად გვქონდა იარაღის ხელში აღება, ეს საშუალება არსებობდა – თოხის, ბარის, ჩაქუჩის და ასე ბრძოლის გამართვა “ქართულ ოცნებასთან”, ის რაც მათ უნდოდათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, სტატეგია თავისთავად ვერ და არ იქნება მხოლოდ შიმშილობის უკიდურესი ფორმა პროტესტი სახით,” – განაცხადა ენმ-ს ლიდერმა.

ასევე, წამყვანის რეპლიკაზე, აქ მარტო თქვენს თავზე არ გაქვთ პასუხისმგებლობა, 200 ადამიანზე ხართ პასუხისმგებელი და მათ შორის რამდენიმე უკვე გადაიყვანეს კლინიკაში, მელია ამბობს, რომ როცა მის თანამოაზრეებს შიმშილობის გამო ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ პირადად სთხოვს, რომ შიმშილობა შეწყვიტონ.

“თუკი რამეზე ვდარდობ, არ დაგიმალავათ და გეტყვით, დიხაც არის ეს – ვცდილობ, რომ როგორც კი ჩემს რომელიმე მეგობარს და თანამებრძოლებს ჯანმრთელობის მდგომარეობა პრობლემა ექმნებათ ჩემი პარადი თხოვნა, რომ მათ შეწყვიტონ შიმშილობა,” – განაცხადა მელია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა უკვე რაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მათი მხარდამჭერები საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პარტიის ცენტრალურ ოფისთან მოწყობილ კარვებში შიმშილობენ. მასობრივი შიმშილის აქციას კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო უკვე რამდენიმე ადამიანი გამოაკლდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები