ჩუღურეთის რაიონში მარათონი „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა

ჩუღურეთის რაიონში მარათონი „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მარათონი – „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა. შეჯიბრმა სტარტი დავით აღმაშენებლის გამზირის N82-დან აიღო და განახლებულ აღმაშენებელზე დასრულდა.

ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეებმა, რაიონში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში გიორგი ვოლსკიმ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და გამგეობის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

მარათონი, რომელიც ჩუღურეთის რაიონში ტრადიციულად ტარდება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

„ჩუღურეთის რაიონის გამგეობა უკვე ტრადიციული მარათონით – „ჩემი გაზაფხული“ ულოცავს მოსახლეობას გაზაფხულის დადგომას. აღნიშნული ღონისძიება ასევე, ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოქალაქეებში“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ღონისძიება განახლებულ აღმაშენებელზე დაჯილდოებით, ფლეშმობითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

მარათონი „ჩემი გაზაფხული“ პირველად, 2015 წლის გაზაფხულზე ჩატარდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები