ჩრდილოეთ ოსეთი როკის გვირაბისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივით გამოდის და გვირაბისთვის ბილარ კაბალოევის სახელის დარქმევას აპირებს, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთის ყოფილი მმართველი და გვირაბის მშენებლობის ინიციატორი იყო.
ამ ინიციატივით კაბალოევის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი საორგანიზაციო კომიტეტის წევრები გამოვიდნენ და შესაბამისი მიმართვა ფედერალურ სტრუქტურასაც გადაუგზავნეს, რომლის კონტროლქვეშაც არის აღნიშნული გვირაბი.
როკის გვირაბი კავკასიონის მთებშია გაჭრილი და ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიას (რუსეთის ფედერაცია) ცხინვალის რეგიონთან (საქართველო) აკავშირებს.
გვირაბი საბჭოთა ხელისუფლებამ ააგო (მშენებლობა დასრულდა 1984 წელს). მისი სიგრძე 3 730 მეტრია და ზღვის დონიდან დაახ. 2000 მეტრზე მდებარეობს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შიდა ქართლის ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე 58-ე რუსული არმიის 250-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა სწორედ როკის გვირაბით შემოიჭრა.
მსგავსი სიახლეები

“ზოგიერთი ოპონენტის მხრიდან სასამართლოზე შეტევა სამწუხარო ტრადიციაა, კიდევ უფრო დაბალი დონეა შეტევა მოსამართლის წინააღმდეგ”

გიორგი გახარია – ხელისუფლება არის ერთიანი ჯაჭვი როგორც ოპოზიციის, ისე მთავრობის, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ერთად მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას

სააკაშვილისა და ადეიშვილის გადმონაშთი ჯგუფი ალბათ ზეწოლას ახორციელებდა მოსამართლეებზე და ჩვენ ძალიან მძიმე სურათი ვიხილეთ – გოგიჩაიშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ კონფერენციაზე ევროკავშირთან ურთიერთობის მიზნებზე ილაპარაკა.
