ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ერთდროულად ორი მონაკვეთის მშენებლობა იწყებ

ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ერთდროულად ორი მონაკვეთის მშენებლობა იწყება, რომელიც ჯამში 15 კილომეტრამდეა, – ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის აქტიურ ტემპს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული მონაკვეთის ინვესტიცია 500 მილიონ ლარამდეა და ის ძალიან დიდ დასაქმების კომპონენტს ითვალისწინებს.
„ეს უკვე გახლავთ ბოლო მონაკვეთი, რომლის შემდეგაც რიკოთი იწყება. რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს, მიმდინარეობს დიზაინის საბოლოო დაზუსტება. მისი ღირებულება მილიარდ დოლარამდე იქნება. ეს არის ჩქაროსნული მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი და ალბათ ყველაზე რთული მონაკვეთი, რომლის სიგრძე 55 კილომეტრამდეა და 90 ხიდსა და 40 გვირაბს მოიცავს. აქაც ასობით ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალი წლისთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით ამ მონაკვეთის მშენებლობის დაწყებისთვის. მოხარული ვარ, რომ ძალიან კარგი ტემპით მივდივართ, არ გვაქვს ჩამორჩენა სივრცითი განვითარების გეგმით გათვალისწინებულ დროით ინდიკატორებთან, რაც ძალიან მისასალმებელია. მინდა, მოსახლეობას რეგულარულად ვაცნობოთ სივრცითი განვითარების გეგმის აღსრულების შესახებ”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები

კახა კალაძემ მორწმუნეებს შობის დღესასწაული სამების საკათედრო ტაძრიდან მიულოცა და პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ კონფერენციაზე ევროკავშირთან ურთიერთობის მიზნებზე ილაპარაკა.
