“ჩემთვის ცხადზე უცხადესია, რომ “რუსთავი2”-ის ერთადერთი მიზანი, ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნებაა”

“ჩემთვის ცხადზე უცხადესია, რომ “რუსთავი2”-ის ერთადერთი მიზანი, ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნებაა”

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, კრიტიკული და ობიექტური მედია დემოკრატიული აზრის ფორმირებისთვის უმნიშვნელოვანესია.
მისივე თქმით, ისიც ცხადია, რომ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ერთადერთი მიზანი “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებაა.
ბატონი ბიძინას გუშინდელმა ინტერვიუმ ბევრი რამ გახადა ნათელი.
პირველ რიგში ვიტყოდი, რომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედია საშუალებები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას ჰაერივით სჭირდება დამოუკიდებელი, ობიექტური ჟურნალისტიკა, რომელიც უნდა იყოს კრიტიკული და საქმიანი ხელისუფლების მიმართ. ხალხმა სწორი ინფორმაცია უნდა მიიღოს მედიისგან და შემდეგ, თვითონ გააკეთოს თავისი არჩევანი. სწორედ ასეთი ჟურნალისტიკის საფუძველზე არის შესაძლებელი დემოკრატიული აზრის ფორმირება და ქვეყნის წინსვლა.
ჩემთვის ცხადზე უცხადესია, რომ რ2-ის ერთადერთი მიზანი, ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნებაა.
სამწუხაროდ, რ2 არ არის მედია, არამედ წარმოადგენს პროპაგანდის მანქანას. ადამიანებისათვის ტვინის გამორეცხვას არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან. ეს მეთოდი აღებულია ჰიტლერის გერმანიისგან, რომელიც შემდგომში საბჭოთა კავშირშიც ძალიან „წარმატებით“ გამოიყენებოდა. ახლა გვარამია ცდილობს გაიმეოროს იგივე. იმას კი ვერ ხვდებიან, ვერც გვარამია და ვერც სააკაშვილი, რომ ისეთივე კრახით დასრულდება მათი მაოხრებელი გზირობა, როგორც იმათი რეჟიმები, ვისაც ბაძავენ”, – წერს სოფო კილაძე სოციალურ ქსელში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები