ჩემთვის ხართ ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი და ნებისმიერ შავ პიარს გავუძლებ თქვენთან ერთად ეგ იცოდეთ-სესიაშვილი

ჩემთვის ხართ ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი და ნებისმიერ შავ პიარს გავუძლებ თქვენთან ერთად ეგ იცოდეთ-სესიაშვილი

ჩემთვის ხართ ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი და ნებისმიერ შავ პიარს გავუძლებ თქვენთან ერთად ეგ იცოდეთ – ამ სიტყვებით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს პარლამენტის რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე მიმართა.

ამასთან, სესიაშვილმა მადლობა გადაუხადა სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრს კახა კახიშვილს.

„ქალბატონო თეა, გულწრფელად გეტყვით, თქვენ ჩემთვის ხართ გამორჩეული მინისტრი, თქვენთან ერთად ჩვენ ბევრი ბრძოლა გვაქვს გავლილი, ჩემთვის ხართ ყველაზე პრინციპული, ჩემთვის ხართ ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი და ნებისმიერ შავ პიარს გავუძლებ თქვენთან ერთად ეგ იცოდეთ. ასე რომ ჩემი სრული მხარდაჭერა გაქვთ. მადლობა კახა კახიშვილს, რომელმაც მართლაც საოცარი გარდაქმნა მოახდინა ამ უწყებაში. საკითხი ერთადერთი, რომელზეც მე და კახი ვმუშაობდით, დღესაც მწვავე და აქტუალური რჩება, ეს არის სასჯელაღსრულების სისტემაში წვევამდელების ძალიან რთული სამუშაო, რომელზეც საზოგადოების რეაქცია არის ადეკვატური და სწორი. ჩვენ ამაზე დავიწყეთ კახისთან ერთად მუშაობდა და მინდა, რომ თქვენი ხედვა დავინახო“, – განაცხადა სესიაშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები