“ჩემთვის გასაკვირი არ იქნება, თუკი უკრაინელი ხალხის ფულს ის განკარგავს საკუთარი ინტერესების შესაბამისად”

“ჩემთვის გასაკვირი არ იქნება, თუკი უკრაინელი ხალხის ფულს ის განკარგავს საკუთარი ინტერესების შესაბამისად”

„გასაკვირი არ იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი ხალხის ფულს საკუთარი ინტერესების შესაბამისად განკარგავს“, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ ვივარაუდეთ, მეც მათ შორის, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინას და უკრაინელ ხალხს არანაირ სიკეთეს არ მოუტანდა იმიტომ, რომ მან იცის მხოლოდ ფასადური რეფორმები, მან იცის მხოლოდ ზედაპირული დამოკიდებულებები საკითხისადმი.

მას აქვს სერიოზული პრობლემები ფულთან და მისი მიდგომა, როგორც ერთი ადამიანის ფულთან, არის ძალიან კონფლიქტური იმ გაგებით, რომ მას შეუძლია ძალიან თავისუფლად განკარგოს სახელმწიფო ფული პირადი მიზნებისთვის და მას ეს საქართველოში არაერთხელ გაუკეთებია, უფრო მეტიც, ამის გამო ჩვენთან ის უკვე სისხლის სამართლის დამნაშავედ არის ცნობილი.

ამიტომ, ჩემთვის გასაკვირი არ იქნება, თუკი უკრაინელი ხალხის ფულს ის განკარგავს საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ჩვენ, საქართველოში უკვე ვიცით, რომ
ეს არ არის ადამიანი, რომელსაც სისტემური რეფორმები შეუძლია.

მას შეუძლია მხოლოდ ზედაპირულად, სწრაფი ნაბიჯების გადადგმა რეფორმების გზაზე, რასაც მერე არქმევს ხოლმე რეფორმას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები