„ჩემთვის ბუნებრივია, რომ პატივცემულ დეპუტატებთან მქონდეს საუბრის და დებატების შესაძლებლობა“-გიორგი მარგველაშვილი

„ჩემთვის ბუნებრივია, რომ პატივცემულ დეპუტატებთან მქონდეს საუბრის და დებატების შესაძლებლობა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დაანონსებული იყო დებატების ფორმატი და მისთვის მიუღებელია ამის გაუქმება.
“თქვენ იცით, რომ გამოცხადებული იყო დებატების ფორმატი, რასაც მივესალმე, ამის თაობაზე არაერთხელ იყო დაანონსებული. ჩემთვის ბუნებრივია, რომ პატივცემულ დეპუტატებთან მქონდეს საუბრის და დებატების შესაძლებლობა. პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემას იმ კითხვაზე, რომელსაც სვავს პარლამენტის დეპუტატი, მე შინაარს ვერ ვხედავ, ასე შემიძლია ტელევიზორში ვუყურო ამ სხდომას. აქედან გამომდინარე, მე ველოდები პარლამენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და მომცემს შესაძლებლობას დებატების ფორმატში შევიდე პატივცემულ დეპუტატებთან. მე ველოდები, რომ ეს გადაწყუვეტილება იქნება მიღებული. არსად არ წერია, რომ რეგლამენტში პრეზიდენტს არ ჰქონდეს პასუხის გაცემის შესაძლებლობა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
,, მე ვიმუშავებ ყველა თბილისელისთვის, რომ განვახორციელოთ ის პროექტები, რადგან ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი და უფრო ლამაზი”

ირაკლი ღარიბაშვილი „ნამახვანჰესზე“ – კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება 9-დან 12 თვემდე და კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი

კახა კალაძე – ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ყველაფერი მოწესრიგებული ექნებათ, არაფრის გადახდა არ მოუწევთ

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა.
