“ჩემს ოჯახს საკმაოდ რთული დღე აქვს, ვინაიდან გარდაცვლილი არის ჩემი ოჯახის წევრი”

“ჩემს ოჯახს საკმაოდ რთული დღე აქვს, ვინაიდან გარდაცვლილი არის ჩემი ოჯახის წევრი”

მინდა გავაკეთო პირადი განცხადება, ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, რასაც ვთვლი, რომ არასწორია“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ვიაზრებ იმას, რომ ვარ საჯარო პირი და ნებისმიერ დასმულ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, მაგრამ როდესაც ეს ეხება ჩემს შვილებს, ვთვლი, რომ ეს დასაგმობი და დაუშვებელია. ეს ზეწოლა ჩემს ოჯახზე დღესაც მიმდინარეობს. გარდაცვლილია ჩემი ოჯახის წევრი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები არ ერიდებიან ამ მორალური ზეწოლის გაგრძელებას. არ ვეხმაურები არც ერთ სიუჟეტს, რომელიც გავრცელდა, ვინაიდან პატივს ვცემ სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, მაგრამ ვთვლი, რომ საზოგადოებამ ეს უნდა დაგმოს და შესაბამისი პასუხი გასცეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები