“ჩატარებული ტესტებიდან 80-85% სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული”

“ჩატარებული ტესტებიდან 80-85% სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული”

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩატარებული ტესტებიდან 80-85% სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული.

ჩატარებული ტესტების უდიდესი ნაწილი არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული. დაახლოებით, 80-85% არის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი ტესტირების პროგრამა. ტესტირების რაოდენობა მაღალია.

რიგები შეიქმნა ტესტირების წერტილებში. დაწესებულებებმა გაახანგრძლივეს სამუშაო დრო, ან დაამატეს პირები, რომლებიც მასალას იღებენ. დიდი მოთხოვნის მიუხედავად, რიგები მაინც არის. მაღალი მოთხოვნაა – ამ დროისთვის ტესტირების 500 წერტილი მუშაობს. ვფიქრობ, ამ პერიოდში შესაძლებელია ამ დატვირთვის გაძლება”,- აღნიშნავს თამარ გაბუნია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები