ჩანაწერების უტყუარობა და სანდოობა ექსპერტიზამ გამორიცხა, უნდა დადგინდეს ვის დასჭირდა ჩაწერა და რატომ-ეკა ბესელია

ჩანაწერების უტყუარობა და სანდოობა ექსპერტიზამ გამორიცხა, უნდა დადგინდეს ვის დასჭირდა ჩაწერა და რატომ-ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელია “ომეგა ჯგუფის” საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვინ გააკეთა აღნიშნული ჩანაწერები და რისთვის დასჭირდათ მას ეს.
“ბრიტანულმა ექსპერტიზამ და სამხარაულის ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ეს ჩანაწერები ხელოვნურია, ამ ჩანაწერების უტყუარობა და სანდოობა ექსპერტიზამ გამორიცხა და ამბობს, რომ ბევრი ჩარევაა მასში. შემდეგი ეტაპი რაც უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით, უნდა დადგინდეს ვინ გააკეთა და რისთვის დასჭირდა ეს. ისმის ლეგიტიმური კითხვები, ამიტომ გამოძიება ამ კუთხით უნდა გაგრძელდეს.
თავად ლევან ყიფიანმაც აღნიშნა, რომ გარკვეული ადგილები ამ ჩანაწერებში იყო მონტაჟი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისათვის, დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ომეგა ჯგუფის” საქმეზე მედიაში გასული აუდიოჩანაწერები დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩანაწერი ავთენტიკური არ არის.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები