“C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე განიკურნა 65 000 პაციენტი. გამოვლენილია 82 ათასი ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანი

“C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე განიკურნა 65 000 პაციენტი. გამოვლენილია 82 ათასი ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანი

“C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე განიკურნა 65 000 პაციენტი. გამოვლენილია 82 ათასი ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანი

პროგრამა გრძელდება”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არცერთი ჯანდაცვითი პროექტი, რომელსაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა, წარსულთან შედარებით, სრული კონტრასტი შექმნა და C ჰეპატიტის პროგრამის დაწყებით საქართველო დაავადებასთან ბრძოლაში გლობალური ლიდერი გახდა.

“C ჰეპატიტის პროგრამა მომზადდა და დაიწყო ჩვენი ხელისუფლების პირობებში, პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით. ექიმებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და აშშ მთავრობასთან თანამშრომლობით შევძელით ამ წარმატებული პროგრამის განხორციელება. რაც მთავარია, ამ პროგრამით სარგებლობს აფხაზეთის მოსახლეობაც, რაც არის უმნიშვნელოვანესი. საქართველოში სადღეისოდ ნამკურნალებია ან მკურნალობს უკლებლივ ყველა C ჰეპატიტით ავადმყოფი, ვინც იცოდა თავისი ავადმყოფობის შესახებ და ვისაც მკურნალობის სურვილი ჰქონდა”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა პროგრამის ეკონომიკურ ეფექტზეც და აღნიშნა, რომ საქართველომ სწორ დროს სწორი აქცენტი გააკეთა.

“82 ათასი ადამიანის მკურნალობას 5.74 მილიარდი დოლარი დასჭირდებოდა, რაც საქართველოს ერთი წლის ბიუჯეტს აღემატება. ეს ჩვენ შევძელით იმით, რომ საქართველომ, პირველმა, ყველაზე სწორ დროს გააკეთა აქცენტი ადამიანის უფლებებზე, C ჰეპატიტთან ბრძოლაზე და ჩვენ გავხდით ის ქვეყანა, რომელსაც აშშ-ის მთავრობამ და კომპანია „გილეადმა” ნდობა გამოუცხადა”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მედიკამენტების მიწოდება თავიდანვე ოფიციალურად ხელმოწერილი იყო არა ხუთი წლით, არამედ ათი წლით და სიცრუეა, თითქოს პროგრამა “ჩავარდა” და ვადებში ვერ აღწევს მიზანს

„საქართველო არის გლობალური ლიდერი მსოფლიოში C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2019 წელს საქართველომ პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა მსოფლიოში მიიღო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის სანიმუშო ქვეყნის (Centre of Excellence in Viral hepatitis Elimination) საპატიო წოდება. პროგრამის „ჩავარდნისთვის” და „ჩაფლავებისთვის” ასეთ მაღალ ჯილდოს ქვეყნებს არ ანიჭებენ”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები