ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებული შსს ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესზე პროკურატურის სამი მოწმე დაიკითხება

ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებული შსს ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესზე პროკურატურის სამი მოწმე დაიკითხება

ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებული შსს ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესზე პროკურატურის სამი მოწმე დაიკითხება. როგორც პროკურორმა გიორგი ოსაძემ განაცხადა, გადაცემა პატრულის და კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომლები 2004 წლის 24 ნოემბერს შემთხვევის ადგილზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ.

პროცესი კვლავ ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა. საქმეზე მტკიცებულებების გაყალბების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით ბრალდებულები არიან ზაზა ბაქრაძე, ზურაბ მიქაძე, გურამ დონაძე, დავით იაშვილი და ირაკლი ფირცხალავა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები