ბრექსიტის ფონზე, დიდ ბრიტანეთში ინფლაციამ რეკორდულ დონეს 3.1 პროცენტს მიაღწია.

ბრექსიტის ფონზე, დიდ ბრიტანეთში ინფლაციამ რეკორდულ დონეს 3.1 პროცენტს მიაღწია.

ბრექსიტის ფონზე, დიდ ბრიტანეთში ინფლაციამ რეკორდულ დონეს 3.1 პროცენტს მიაღწია. ეკონომიკის ექსპერტთა თქმით, ასეთი მაჩვენებელი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ guardian-ი წერს.

შრომითი ანაზღაურების ზრდა კი ამ დროს მხოლოდ ერთ პროცენტს შეადგენს. მოლაპარაკებების ფონზე კი, იმპორტულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები სულ უფრო იზრდება.

ექსპერტების განცხადებით, ბრიტანეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი ევროზონისას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

ინფლაციის შესაჩერებლად ინგლისის ბანკს გეგმის შემუშავება და წარდგენა უახლოეს მომავალში დაჭირდება. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ინგლისის ბანკის ხელმძღვანელმა, მარკ კარნიმ, დიდი ბრიტანეთის ხაზინის კანცლერს, იგივე ფინანსთა მინისტრს, ფილიპ ჰემონდს ახსნა-განმარტებითი წერილი უნდა გაუგზავნოს, რომელშიც ინფლაციის ზრდის მთავარ მიზეზებზე იქნება საუბარი. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ბანკი მიმდინარე წლის ბოლოს 2%-იან ინფლაციას ელოდებოდა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები