- TVFree.Ge – News Portal -

ბრაზილიელ პილოტს ათასობით ფანი გაუჩნდა მას შემდეგ, რაც “ინსტაგრამის” გვერდზე თვითმფრინავის სალონის ფანჯრიდან გადაღებული შეშლილი “სელფები” ატვირთა.

ბრაზილიელ პილოტს ათასობით ფანი გაუჩნდა მას შემდეგ, რაც “ინსტაგრამის” გვერდზე თვითმფრინავის სალონის ფანჯრიდან გადაღებული შეშლილი “სელფები” ატვირთა. 31 წლის დანიელ კენტენოს სენსაციურმა ფოტოებმა მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ამბობენ რომ ის საკუთარი და მგზავრების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა, თუმცა როგორც გაირკვა, ფოტოები ფოტოშოპითაა დამუშავებული.

ერთ-ერთ ფოტოზე პილოტმა შემდეგი წარწერა გააკეთა: “მინდა გითხრათ, რომ ეს ფოტოები ნამდვილი არაა, მეგობრებო”. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფოტოები ფოტოშოპის შედეგია, პილოტს მაინც მრავალი გამომწერი ყავს, რომლებიც დიდი მოლოდინით ელიან მის მორიგ შთამბეჭდავ ფოტომასალას.