ბორჯომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

ბორჯომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

ბორჯომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. Covid-19 დაბა ახალდაბაში ახალგაზრდა მამაკაცს დაუდგინდა. გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი, სავარაუდოდ, საბაჟოზე მუშაობდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ინფიცირებული თბილისიდან მშობლების ოჯახში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. როგორც ირკვევა, მას შეხება ჰქონდა ინფიცირებულ ადამიანთან.

სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა იმ ნიმუშის აღება, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულს.

“დიდი არ არის კონტაქტების წრე. ესენი არიან ოჯახის წევრები და ნათესავები.  ყველა ის ადამიანი, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულს, არ არის მხოლოდ ახალდაბელი”, – ამბობს სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი.

ცნობისთვის,  სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ეს კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევაა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები