საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე 1 374-ვე ჯარისკაცი პრემიით დაჯილდოვდა. თითოეულ მათგანისთვის 625 ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.სხვა ჯილდოების ასე გადანაწილდა:
- 100 სამხედროს მედალი „სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისთვის“ გადაეცა;
- 107 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაჯილდოვდა სამსახურეობრივი-საშტატო იარაღით;
- 957 სამხედროსა და 7 სამოქალაქო პირს მადლობა;
- 228 სამხედროსა და 42 მოქალაქეს მადლობის სიგელი.
“საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეულმა ჯარისკაცმა, გენერალური შტაბის უფროსის გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მეთაურობით სტიქიასთან ბრძოლის საქმეში სამაგალითო თავდადება გამოიჩინა”, – აღნიშნავენ უწყებაში.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში 23 აგვისტოს ჩაერთვნენ. მათ ატენის ხეობაში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოების შემდეგ მუშაობა ბორჯომის ხეობაში გააგრძელეს, სადაც ცეცხლმა რამდენიმე ათეული ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ სტიქიასთან ბრძოლის პროცესში ჯარისკაცებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს 90 ერთეულზე მეტი სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სპეციალური დანიშნულების ტექნიკაც მონაწილეობდა.
მსგავსი სიახლეები

დავით ჭიაბერაშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დახმარებით ქართველი ახალგაზრდები საერთაშორისო დასაქმების ბაზარზეც კონკურენტუნარიანები იქნებიან

საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, 72 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 944 097 ლარი დაიხარჯა.

მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა მოადგილეებისგან დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოქალაქეებს გაუმჯობესებულ სატელეფონო მომსახურებას სთავაზობს
