ბორჯომის სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგი – “მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” ჩატარდა

ბორჯომის სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგი – “მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” ჩატარდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ბორჯომის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ტრენინგი – “მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” ჩაუტარდათ. გარემოსდაცვითი ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგის ფარგლებში, მოსწავლეები ისეთ საკითხებს გაეცნენ, როგორიცაა: მდგრადი განვითარების კონცეფციის წარმოშობა და მისი გარემოსდაცვითი ასპექტები, გაეცნენ ეკოსისტემურ სერვისებს, მისიის შეფასების მეთოდებს და ასევე, მათი მდგრადი მართვის მნიშვნელობას.

“ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა ჯგუფური სამუშაო შეასრულეს და ეკოსისტემური სერვისების მდგრადი გამოყენების შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს. ლექციის დასასრულს, მოსწავლეებმა გარემოსდაცვით ვიქტორინაში მიიღეს მონაწილეობა. ვიქტორინის გამარჯვებული გუნდი სამახსოვრო პრიზებით დასაჩუქრდა. შეხვედრა პროექტის – “ტყის მრავალფუნქციური გამოყენების დანერგვა და პოპულარიზაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც “სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი – ნაკრესი”, “სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრთან” ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში ახორციელებს”,- ნათქვამია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები