ბორჯომის სკოლების მოსწავლეებისთვის ცნობიერების ასამაღლებელი ლექცია-სემინარი – “ეკოსისტემური სერვისები” გაიმართა

ბორჯომის სკოლების მოსწავლეებისთვის ცნობიერების ასამაღლებელი ლექცია-სემინარი – “ეკოსისტემური სერვისები” გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის ცნობიერების ასამაღლებელი ლექცია-სემინარი – “ეკოსისტემური სერვისები” გაიმართა.

ლექციის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ეკოსისტემური სერვისები, სერვისების შეფასების მეთოდები და მათი მდგრადი მართვის მნიშვნელობა.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს ჯგუფური სამუშაო და ეკოსისტემური სერვისების მდგრადი გამოყენების შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები