ბორჯომის ხეობაში აგვისტოს თვეში ნახანძრალ ტერიტორიაზე კომისიამ საველე გასვლა განახორციელა

ბორჯომის ხეობაში აგვისტოს თვეში ნახანძრალ ტერიტორიაზე კომისიამ საველე გასვლა განახორციელა

კომისიამ ხანძრით დაზიანებული ტერიტორიები დეტალურად შეისწავლა და დაადგინა 2017 წლის 20 აგვისტოს ხანძრით მოცული ტერიტორიის ზუსტი ფართობი დაზიანების კატეგორიების მიხედვით, არსებული ნიადაგური და გეოლოგიური მდგომარეობა ნაკვეთების მიხედვით, ტერიტორიაზე არსებული განადგურებული ფლორა/ფაუნა და მიყენებული ზიანი.
შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება დასკვნები და რეკომენდაციები ნახანძრალ ტერიტორიაზე ტყის აღდგენის დაწყების პროცესებზე, განსახორციელებელი ღონისძიებების ვადებსა და პერიოდზე.
ეროვნული სატყეო სააგენტოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით სექტემბერ-ოქტომბერში ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე წინასწარი შეფასებებიც განხორციელდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები