„ეს ტყუილი და ცილისწამებაა“, – ასე ეხმაურება ბორჯომის გამგებელი, დიმიტრი ყიფიანი მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებას „ჯი-ეიჩ-ენ-თან“ საუბარში.
“მე გავაჩინე ხანძარი? ეს არის ტყუილი და ცილისწამება. ვერანაირ კომენტარს, ამასთან დაკავშირებით, ვერ გავაკეთებ, ამ ცრუ განცხადებაზე პასუხი თვითონ აგოს“, – აცხადებს დიმიტრი ყიფიანი.
ბორჯომში მცხოვრები მოქალაქის, პაატა ჯავახიძის მტკიცებით, ის ყიფიანის სატელეფონო საუბარს შეესწრო, რომლის თანახმადაც, „ცეცხლი მეტი საჭირო არ იყო და ისიც, რაც იყო, ზედმეტი მოუვიდათ“.
დიმიტრი ყიფიანი საგამოძიებო უწყებაში ჯერ არ დაუბარებიათ. გუშინ კი, პატაა ჯავახიძე სამართალდამცავებს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენებას აძლევდა.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

ერთი მხრივ, საუბარია კონსენსუსის საჭიროებაზე და მეორე მხრივ, რაღაც დოკუმენტის მომზადებაზე იმ პარტიის გარეშე, რომელსაც ქართველმა ხალხმა საკონსტიტუციო ნდობა გამოუცხადა

მამუკა ბახტაძე: ვფიქრობ, არსებობს ყველა წინაპირობა, დავიწყოთ შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმა აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით
კალაძე-ჩვენი პრიორიტეტია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რათა ადამიანები დასაქმდნენ, თვითრეალიზება შეძლონ და ქალაქში სოციალურად დაუცველების რიცხვი დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესაბამისად შემცირდეს
