„ბოლო წლის განმავლობაში საკმაოდ კარგი მონაცემები გვაქვს დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით”-დიმიტრი ქუმსიშვილი

„ბოლო წლის განმავლობაში საკმაოდ კარგი მონაცემები გვაქვს დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით”-დიმიტრი ქუმსიშვილი

„ბოლო წლის განმავლობაში საკმაოდ კარგი მონაცემები გვაქვს დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგების შესახებ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2015-16 წლები, თუ რამდენად მტკივნეული იყო მოსახლეობისთვის, როდესაც  ლარის დევალვაცია მოხდა.

„იმის გამო, რომ დოლარში იყო გაცემული სესხები, რეალურად ძალიან მძიმე ფინანსური დარტყმა მიიღო ჩვენმა მოსახლეობამ, რამაც შეუმცირა მათ განკარგვადი შემოსავალი და შესაბამისად, ეს სიღარიბის დონეზ და ცხოვრების ხარისხზეც აისახა. ყველაფერზე, რაზეც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და რა თქმა უნდა, ყველა მეთოდით უნდა შევეცადოთ ის, რომ ჩვენი მოსახლეობა ნაკლებად იყოს დამოკიდებული კურსზე და ვალუტის რყევებზე. მოგახსენებთ, რომ 2018 წლის აპრილის მონაცემებით, დოლარიზაცია მნიშვნელოვნადაა შემცირებული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, დეპოზიტების დოლარიზაცია შემცირდა 70%-დან 62%-მდე, რაც ნიშნავს, რომ დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 29%-დან 37%-მდე. სესხების ლარიზაცია გაიზარდა 34-დან 44%-მდე, ხოლო დოლარიზაცია შემცირდა 65-დან 55 პროცენტამდე.

„საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს ფიზიკური პირების დოლარიზაციის ნაწილში, რომელიც 2017 წლიდან დღემდე 58 პროცენტიდან 43 პროცენტმდე არის შემცირებული. თუმცა ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვქონდა 2015 და 2016 წლებში და ის რყევა, რომელიც მოხდა ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულად აისახა მოსახლეობაზე, მათ განკარგვად შემოსავლებზე და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, აგრძელებს ლარიზაციის 10-პუნქტიან გეგმას, რომელიც წარმოდგენილი იყო და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურები ვიქნებით”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები