ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევები პარკირების სპეციალური საშვებით არასამსახურებრივი საჭიროებებისთვის სარგებლობასთან დაკავშირებით-კახა კალაძე

ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევები პარკირების სპეციალური საშვებით არასამსახურებრივი საჭიროებებისთვის სარგებლობასთან დაკავშირებით-კახა კალაძე

ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევები პარკირების სპეციალური საშვებით არასამსახურებრივი საჭიროებებისთვის სარგებლობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს საშვები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ოპერატიული დანიშნულების ავტომობილებისთვის და ასევე იმ ავტომანქანებისათვის, რომლებიც სპეციალური რეჟიმით გადაადგილდებიან. ეს საშვები აქვთ შესაბამის სამსახურებს და მინდა, ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, რომ მოერიდონ ამ საშვების გამოყენებას ოჯახის წევრებზე გადაცემის თვალსაზრისით. ჩვენ არ გვჭირდება პრივილეგირებული ჩინოვნიკები, ჩვენ ვემსახურებით ხალხს, ვემსახურებით ქალაქს  და არაფრით არ განვსხვავდებით რიგითი მოქალაქეებისაგან. მინდა მივმართო ჩემს მოადგილეებს, სამსახურის უფროსებს, ჩვენს თანამშრომლებს, ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითოები“, – განაცხადა კახა კალაძე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები