ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 602 ადამიანს დაუდასტურდა, 569 კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 602 ადამიანს დაუდასტურდა, 569 კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 602 ადამიანს დაუდასტურდა, 569 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov-ge-ზე განახლდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 335 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 591 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 744 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.74%.

საერთო ჯამში ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 261 620 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 252 815, ხოლო გარდაიცვალა 3269 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კატეგორიები: Uncategorized

კომენტარები

მსგავსი სიახლეები