ბოლო 24 საათში საქართველოში 8 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში საქართველოში 8 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 8 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ვირუსს ჯამში 3 658 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 275 685-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 268 693-ს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები