ბოლო 24 საათში საქართველოში 21 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში საქართველოში 21 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში საქართველოში 21 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 256 956 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 247 096. გარდაიცვალა 3 148 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსი გუშინ 723 ადამიანს დაუდასტურდა, 932 გამოჯანმრთელდა, 19 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები