ბოლო 24 საათში აჭარაში COVID19-ით 8 ადამიანი ადამიანი დაიღუპა.

ბოლო 24 საათში აჭარაში COVID19-ით 8 ადამიანი ადამიანი დაიღუპა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში COVID19-ით 8 ადამიანი ადამიანი დაიღუპა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 79 წლის კაცი, რომელიც კლინიკაში 13 ოქტომბერს შევიდა და 26 ოქტომბერს დაიღუპა. მისი დიაგნოზი იყო: COVID19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.

ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა 82 წლის კაცი. კლინიკაში შევიდა: 09.10.2020, გარდაიცვალა: 27.10.2020. დიაგნოზი: COVID19, , პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის გაჩერება. თანმხლები: ფილტვის სიმსივნე.

მესამე პაციენტი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 78 წლის ქალია. ის კლინიკაში შევიდა 14.10.2020 22.00, გარდაიცვალა 26.10.2020. დიაგნოზი: COVID19, ორმხრივი, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, შოკი. თანმხლები: შაქრიანი დიაბეტი.

აჭარაში, ინფექციური საავადმყოფოში დაიღუპა 65 წლის კაცი, რომელიც კლინიკაში შევიდა 26/10/2020 15:45 გარდაიცვალა 26.10.2020 22:30. დიაგნოზი. COVID19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე. უკმარისობა, გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, გულის გაჩერება, თანმხლები: გულის კორონალური სტენტირება.

კლინიკა „მედცენტრში“ დაიღუპა 76 წლის კაცი. ის კლინიკაში შევიდა 19.10.2020 22.00, გარდაიცვალა 27.10.2020 07.30. დიაგნოზი; ახალი კორონავირუსითგამოწვეული დაავადება COVID19, ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული, ორმხრივი პნევმონია,სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შოკი დაუზუსტებელი. თანმხლები დაავადებები: არტერიული ჰიპერტენზია, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, წინაგულთა ფიბრილაცია და თრთოლვა, მიოკარდიუმის გადატანილი ძველი ინფარქტი, აორტო-კორონარულიშუნტირების შემდგომი პერიოდი.

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში დაიღუპა 71 წლის კაცი, გარდაცვალება: 27.10.2020. დიაგნოზი: COVID 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა. თანმხლები: მოციმციმე არითმია, გულის კორნალური სტენტირება.

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში დაიღუპა 65 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა 25.10.2020 22.00, გარდაიცვალა 27.10.2020. დიაგნოზი: COVID 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოციმციმე არითმია მუდმივი ფორმა, მარცხენამხრივი ჰემიპარეზი, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში დაიღუპა 73 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 17.10.2020 22.00, გარდაიცვალა 27.10.2020. დიაგნოზი: COVID19, ორმხრივი, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, რესპირატოლიდისტრეს-სინდრომი, შოკი. თანმხლები: თავის ტვინის ინფარქტი, ესენიცური ჰიპერტენზია.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 12 632, გარდაიცვალა 238 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 3 769 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 832, კოვიდ-სასტუმროში – 2 249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები