“ბოლო 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია”

“ბოლო 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია”

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით,  კლინიკაში დღეს არც ერთი თავისუფალი საწოლი არ არის.

ამის შესახებ მან “დღის კურიერის” ეთერში ისაუბრა.

“ჩვენდა სამწუხაროდ, ბოლო 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია. დღეისათვის, ფაქტობრივად, არც ერთი საწოლი არ გვაქვს თავისუფალი არც რეანიმაციაში, არც ინტენსიურ თერაპიაში და არც თერაპიულ განყოფილებაში,” – განაცხადა ლევან რატიანმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები