“ბიზნესს უნდა გავუადვილოთ ოპერირება, ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას, ასევე მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა მოსახლეობას”

“ბიზნესს უნდა გავუადვილოთ ოპერირება, ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას, ასევე მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა მოსახლეობას”

მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა მოსახლეობას – ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი გზავნილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეიძლება მეტი უნდა გაკეთდეს მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით იმ ნაწილისთვის, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უნდა მოიხსნას ბარიერები და მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ბიზნესს ოპერირებისთვის.

„ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. მე მინდა ვთქვა, რომ გასულ წელს ძალიან ბევრი მოვლენა მოხდა, მათ შორის იყო არჩევნები, საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარება, ამის მიუხედავად, ჩვენ ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა, ამიტომ ყველას გილოცავთ ამ წარმატებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ წელს გვაქვს სრული მზაობა იმისა, რომ კიდევ უფრო წარმატებული წელი გვქონდეს, ამისთვის ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი მუშაობა, მეტი შემართებით, მეტი მობილიზებით და რაც შეიძლება მეტი უნდა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ ნაწილს, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, თანადგომას. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ მაქსიმალურად უნდა გავამარტივოთ სერვისებზე წვდომა, უნდა გავაუმჯობესოთ, დავხვეწოთ სახელმწიფო სერვისები, ბიზნესს უნდა გავუადვილოთ ოპერირება და საქმიანობა, ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას ქვეყანაში და მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა მოსახლეობას – ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი გზავნილი,“- განაცხადა პრემიერმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები