ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე “შავ სიაში“ მყოფი 600 ათასზე მეტი მოქალაქის საბანკო დავალიანებების განულებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„გადაწყვეტილება რომელიც გულისხმობს ,,შავ სიაში’’ მყოფი ადამიანებისთვის სასესხო ვალდებულებების დაფარვას, ძალიან მასშტაბურია და მნიშვნელოვანია რომ ის ტვირთად არ აწვება ბიზნესს და სახელმწიფო ბიუჯეტს. დავალიანების პორტფელს საფინანსო ორგანიზაციებისგან გამოისყიდის და გადაიხდის ფონდი „ქართუ“ და ეს არის მნიშვნელოვანი საქველმოქმედო აქტივობა, რომელიც პასუხობს „შავ სიაში“ მყოფი ადამიანების ჭარბვალიანობის პრობლემას. ქვეყანის მაკროეკონომიკაში რეალურად დგას ჭარბვალიანობის საკითხი, ამ პრობლემის მოგვარებაზე ჩვენი საერთაშორისო პატრნიორებიც მიგვითითებდნენ. აღნიშნული საკითხის მოგვარება ძალიან ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას გახდნენ ეკონომიკურად უფრო აქტიურები“,- წერს ირაკლი ლექვინაძე.
შეგახსნებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებითა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, “შავ სიაში” მყოფ 600 ათასზე მეტ მოქალაქეს დავალიანება გაუნულდება, მათ შორის ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ არსებული დავალიანებები. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბრამდე დასრულდება. ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეები საკუთარი მონაცემების გადამოწმებას და იმის გაგებას შეძლებენ გაუნულდათ თუ არა სესხი.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები