„ბიზნესმაც და სახელმწიფომაც უნდა გაიაზროს, რომ ქალაქში ავტომანქანების სიმრავლე პრობლემაა და ეს გამოწვევა უნდა დაიძლიოს“-მაია ბითაძე

„ბიზნესმაც და სახელმწიფომაც უნდა გაიაზროს, რომ ქალაქში ავტომანქანების სიმრავლე პრობლემაა და ეს გამოწვევა უნდა დაიძლიოს“-მაია ბითაძე

„ბიზნესმაც და სახელმწიფომაც უნდა გაიაზროს, რომ ქალაქში ავტომანქანების სიმრავლე პრობლემაა და ეს გამოწვევა უნდა დაიძლიოს“, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ფაქტი, რომ თბილისი ძალიან გადატვირთულია და მოუწესრიგებელი სატრანსპორტო კუთხით, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან.
“ცხელი ზაფხული გველის ამ კუთხით. კონსენსუსამდე შეიძლება ყველა საკითხზე ვერ მივიდეთ, მაგრამ მთავარია კონსენსუსი მიღწეულია თბილისის მოსახლეობასთან იმაში, რომ თბილისი არის ძალიან გადატვირთული, მოუწესრიგებელი სატრანსპორტო კუთხით. ჰაერის დაბინძურება იქნება, თუ დისკომფორტი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვერ გადავადგილდებით და ვერ ვარსებობთ ნორმალურად – ეს ყველაფერი დაკავშირებულია ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან. ყველამ ერთად, ბიზნესმაც და სახელმწიფომაც ერთად უნდა გავიზაროთ, რომ რაღაც ღონისძიებები აუცილებლად არის გასატარებელი იმისთვის, რომ ეს ტვირთი დედაქალაქს შევუმსუბუქოთ და აქ ცხოვრება იყოს შესაძლებელი. ის რეჟიმი, რასაც ჩვენ სადისტრიბუციო ქსელის ოპერატორებს შევთავაზებთ, იქნება აბსოლუტურად ადეკვატური, მათ მინიმუმ 12 საათიანი დრო ექნებათ იმისთვის, რომ დისტრიბუცია განახორციელონ და ეს პრაქტიკა ჩვენ არ მოგვიგონია. ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეს პრაქტიკა არსებობს”, – განაცხადა ბითაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები