ბიზნესის მხარდაჭერა და ხელშეწყობა ერთადერთი სწორი გზაა ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად-ერაბ ქვარაია

ბიზნესის მხარდაჭერა და ხელშეწყობა ერთადერთი სწორი გზაა ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად-ერაბ ქვარაია

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის მერაბ ქვარაიას შეფასებით, მთავრობის ახალი ინიციატივები მეწარმეობასთან დაკავშირებით, ერთგვარი სიგნალი და დამატებითი სტიმული უნდა გახდეს არა მარტო საქართველოში მცხოვრები მეწარმეებისთვის, არამედ ქვეყნის გარეთ, ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის.
“მთავრობის ახალი ინიციატივები მეწარმეობასთან დაკავშირებით ერთგვარი სიგნალი და დამატებითი სტიმული უნდა გახდეს არა მარტო საქართველოში მცხოვრები მეწარმეებისთვის, არამედ ქვეყნის გარეთ, ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვისაც, ვისაც აქვს სურვილი, დაბრუნდეს თავის სამშობლოში და აკეთოს მცირე თუ საშუალო ბიზნესი. ბიზნესის მხარდაჭერა და ხელშეწყობა ერთადერთი სწორი გზაა ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად.” – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
მთავრობის ინიციატივით, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება, ასევე მცირე მეწარმის კატეგორიაში მოხვდება 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები