ბიტკოინის ფასი ისევ იზრდება

ბიტკოინის ფასი ისევ იზრდება

თითქმის 27 პროცენტიანი კლების შემდეგ ბიტკოინის ფასი ისევ გაიზარდა. Coindesk-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ფასი 4,24 პროცენტით, 16 600 დოლარამდე გაიზრდა.

ბიტკოინის კურსმა ზრდა 2017 წლის მეორე ნახევარიდან დაიწყო. აგვისტოს დასაწყისში კრიპტოვალუტის ღირებულება სამი ათასი დოლარი იყო, სექტემბრის დასაწყისში 5 ათასს მიაღწია, ხოლო წლის ბოლოს 20 ათას დოლარს მიუახლოვდა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები