ბიტკოინის ღირებულება 11%-ით გაიზარდა

ბიტკოინის ღირებულება 11%-ით გაიზარდა

ბიტკოინის ღირებულება 11%-ით გაიზარდა და კრიტპტოვალუტა ამჟამად 3,400 დოლარამდე ნიშნულთან ახლოს ივაჭრება. ეს იმ ფონზე, როდესაც ზუსტად ერთი წლის წინ მისი ღირებულება $19 ათასი იყო. ამის შესახებ CNBC წერს.

მიუხედავად მიმდინარე კვირაში დაფიქსირებული ზრდისა, კრიპტოვალუტა ბოლო სამ თვეში 50%-ით გაუფასურდა, ხოლო წლის განმავლობაში 75%-იანი ვარდნა განიცადა.

გასული წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20.000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები