Birja Mafia-ს წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. პროკურატურა საქმის წარმოებას წყვეტს, როგორც გიორგი ქებურიას, ასევე მიხეილ მგალობლიშვილის მიმართ

Birja Mafia-ს წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. პროკურატურა საქმის წარმოებას წყვეტს, როგორც გიორგი ქებურიას, ასევე მიხეილ მგალობლიშვილის მიმართ

Birja Mafia-ს წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. პროკურატურა საქმის წარმოებას წყვეტს, როგორც გიორგი ქებურიას, ასევე მიხეილ მგალობლიშვილის მიმართ წყვეტს.

დღეს ქებურიას ადვოკატები პრესკონფერენციას გამართავენ. როგორც ცნობილი ხდება ორივე საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოტივი არასაკმარისი მტკიცებულებებია.

ჯგუფ Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება. ისინი 9 ივნისს დაკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მაშინ რეპერებმა განაცხადეს, რომ მათ ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს, რაზეც გამოძიება დაიწყო. მათი გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. სასამართლოზე რეპერები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს როგორც მუსიკოსებმა, მათ შორის ბერამ, ასევე პოლიტიკოსებმა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები