ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, 600 ათასზე მეტი მოქალაქის საბანკო დავალიანებების განულებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, 600 ათასზე მეტი მოქალაქის საბანკო დავალიანებების განულებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, 600 ათასზე მეტი მოქალაქის საბანკო დავალიანებების განულებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მიუღებელია ის მოსაზრება რომ აღნიშნული ინიციატივა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გატარდა. ივანიშვილი განმარტავს, რომ მან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანებს დახმარებას ჯერ კიდევ მაისში დაჰპირდა.
„მე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეზე ადრე მივეცი დაპირება, თუ გახსოვთ, როდესაც მე კვირიკაშვილს საჯაროდ მივეცი შენიშვნა, რომ ხალხის ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა წავიდა და გაღარიბდა, აქ იყო დაგვიანებული ქმედებები და ჩვენ დავპირდით ხალხს რომ საზოგადოების წლის ბოლომდე დავეხმარებოდით, ამიტომ ამას წინასაარჩევნო პერიოდს ნუ მიაწერენ, ეს ჯერ კიდევ მაისში ვთქვი, რომ ჩვენ წლის ბოლომდე შევძლებდით და მოვახერხებდით. ეს არის კარგი მაგალითი იმისა რომ თუ ცდილობ შეიძლება გამოგივდეს კიდეც. მთავრობა დღეს ახალი სახით წარმოდგება და ვარწმუნებ საზოგადოებას რომ ეს არის ის ზუსტად, რაც დავიწყეთ ზემოდან და ბოლომდე მუნიციპალიტეტის დონემდე გავამყარებთ“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ინიციატივითა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, “შავ სიაში” მყოფ 600 ათასზე მეტ მოქალაქეს დავალიანება გაუნულდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები