ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პოზიტიური და კარგი იქნება-თამარ ჩუგოშვილი

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პოზიტიური და კარგი იქნება-თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის დიდი ცვლილება, რომელსაც გავლენა ექნება როგორც პარტიის შიგნით პროცესებზე, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება პოზიტიური და კარგი მიმართულების იქნება.
“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბიძინა ივანიშვილს, პოლიტიკაში ასე აქტიური ფორმით დაბრუნების სურვილი ნამდვილად არ ჰქონდა – რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების მიზეზს, ამაზე დღეს ის თავად ისაუბრებს.
დღევანდელი დღე ემსახურება იმას, რომ ახალი შემადგენლობით ავირჩიოთ, როგორც პოლიტიკური საბჭო, ასევე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ავირჩიოთ პარტიის ახალი თავმჯდომარე – პარტიის დამფუძნებელი. ეს არ არის პატარა ცვლილება. ეს არის დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც გავლენა ექნება როგორც პარტიის შიგნით პროცესებზე, ასევე ზოგადად, პოლიტიკურ პროცესებზე ქვეყანაში. ეს გავლენა იქნება მხოლოდ პოზიტიური და კარგი მიმართულებით“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები