ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური თანამდებობის პირები განმარტავენ, რომ სახელისუფლებო ცვლილებები არ იგეგმება.

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური თანამდებობის პირები განმარტავენ, რომ სახელისუფლებო ცვლილებები არ იგეგმება.

პოლიტიკასა და პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში” ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური თანამდებობის პირები განმარტავენ, რომ სახელისუფლებო ცვლილებები არ იგეგმება.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ვერავითარ და არავითარ გავლენას არ მოახდენს სხვა საკადრო საკითხებზე.

“ყველაფერი რჩება ისე როგორც არის, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერმინისტრი და ა.შ. საუბარია იმაზე, რომ ბატონო ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება პარტიას და პოლიტიკურ პროცესებში იქნება ჩართული, როგორც პარტიის თავმდჯომარე, ამ თანამდებობის ფუნქციების შესაბამისად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შესაძლო საკადრო ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემაც. მისი თქმით, პრემიერმინისტრი გააგრძელებს “წარმატებით იმ საქმეს რომელიც დაწყებული აქვს.”

“არლამენტი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ასევე სრულად დაუჭერს მხარს იმ დაპირებების შესრულებას რომელიც ჩვენ გვაქვს”, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა კახა კალაძემაც. თბილისის მერის თქმით, ხელისუფლებაში ცვლილებები დაგეგმილი არ არის.

დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე არანაირი სერიოზული ცვლილება მთავრობაში არ იგეგმება, ეს პრემიერმინისტრსაც ეხება.

“წინ საპრეზიდენტო არჩევნები გვაქვს. საპარლამენტო არჩევნებამდე ორი წელია და პარტია თანამედროვე, ევროპული ტიპის პოლიტიკურ ორგანიზაციად უნდა ჩამოყალიბდეს. როცა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან მიდიოდა, ეს არ იყო პარტიის სურვილი”, – თქვა კვაჭანტირაძემ და დასძინა, რომ საკადრო ცვლილებები პარლამენტშიც არ არის მოსალოდნელი და დღევანდელი შეხვედრა მხოლოდ კონსოლიდაციის და განვითარების მიზნით იყო მოწვეული.

პოლიტიკური თანამდებობის პირებმა ასევე განმარტეს პარტიაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების მიზეზები.

ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გახდება. პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ამ შეთავაზებას დათანხმდა. ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ უახლოეს ყრილობაზე უყრიან კენჭს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები