“ბიძინა ივანიშვილის არგუმენტირებულმა და გაწონასწორებულმა პასუხებმა ბანკის ადვოკატები გამოიყვანა წონასწორობიდან”

“ბიძინა ივანიშვილის არგუმენტირებულმა და გაწონასწორებულმა პასუხებმა ბანკის ადვოკატები გამოიყვანა წონასწორობიდან”

ეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ არის მხოლოდ მისი შელახული უფლებების აღდგენის მცდელობა, ეს არის ერთი დიდი სევდიანი ისტორია ამხელა რეპუტაციის მქონე ბანკის შესახებ, რომელსაც შეუძლია გაფლანგოს აქტივები და ნულამდე დაიყვანოს მისდამი გამოცხადებული ნდობა, – ბერმუდის სასამართლოში განხილული ბიძინა ივანიშვილის საჩივრის შესახებ, მისმა ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„იმ პირობებში, როდესაც ბანკს არაფერი ჰქონდა ხელჩასაჭიდი, პროცესი იყო ბიძინა ივანიშვილის ნერვებზე თამაშის უბადრუკი მცდელობა. ბანკის ადვოკატები ფაქტებით მანიპულაციებითა და კითხვების უცნაურად ჩამოყალიბებით ცდილობდნენ, ემოციური წონასწორობა დაერღვიათ მოწმისთვის და სასამართლოსთვის ეჩვენებინათ, რომ მისი ჩვენება არ იყო სარწმუნო. ჩვენ ეს ეტაპი წარმატები განვვლეთ. ყველა პასუხი იყო კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული. ბიძინა ივანიშვილის არგუმენტირებულმა და გაწონასწორებულმა პასუხებმა ბანკის ადვოკატები გამოიყვანა წონასწორობიდან. მოსამართლემ თქვა, რომ ბატონი ივანიშვილის მიმართ დამატებითი შეკითხვები არ აქვს, მაგრამ მან არაერთი შენიშვნა მისცა მოპასუხე მხარის ადვოკატებს, რომ ისინი თანმიმდევრულები და პროცესთან დაახლოებულები ყოფილიყვნენ თავიანთი კითხვების ფორმულირებისას. ჯერჯერობით მთელი პროცესი არის ნერვების თამაში. ბანკმა ვერ გათვალა თავისი ტაქტიკის წარმატებულობა. სწორად ვერ შეაფასა ვისთან აქვს საქმე. ბიძინა ივანიშვილს ქართული პოლიტიკური ბატალიების მეტად მძიმე ასპარეზი აქვს გამოვლილი, მისი მწყობრიდან გამოყვანა არც თუ ისე იოლი საქმეა“, – აღნიშნა ყიფიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, Credit Suisse-ს ოთხი წლის წინ უჩივლა. მან ბანკის დაზღვევის პროდუქტებში $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი განათავსა. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ სადაზღვევო სქემიდან პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებული თაღლითურ ოპერაციების გამო, $400 მილიონი გაქრა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები