ბიძინა ივანიშვილი ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ ბრალდებებს პასუხობს

ბიძინა ივანიშვილი ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ ბრალდებებს პასუხობს

“ქართული ოცნების” ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.

“თქვენ გახსოვთ 2012 წლის შემდეგ როგორ ვცვლით სიმახინჯეებს, როგორ ვითარდება ქვეყანა სწორი მიმართულებით. დღეს ის ძალები, რომლებიც თავის დროზე მართავდნენ ქვეყანას, ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ ჩვენი მოსახლეობა. რაც თავად დააშავეს, ის უნდათ გადააბრალონ ქართულ ოცნებას და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ეს მოღალატეები ცდილობენ სალომე ზურაბიშვილის მოღალატედ შერაცხვას.
მედია რა დღესი იყო… გახსოვთ გირგვლიანის და სხვა ახალგაზრდების მკვლელობები. ცდილობენ სკოლაში მომხდარი ტრაგედია დააბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას და იდენტური გახადონ გირგვლიანის მკვლელობის.

წუხანდელი გადაცემა ალბათ ნახეთ. ღიმილს იწვევს. მართლაც შევხვდი მას ერთხელ და მართლაც დავეხმარეთ. ჩვენ ბიზნესის დახმარებას მაქსიმალურად ვცდილობთ. ხელის შეწყობას. ეს კაცი ყველას და ყველაფერს იწერდა და რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს. გამოიტანოს ამ საუბრის ჩანაწერი და გვაჩვენოს!”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები