ბიძინა ივანიშვილი – სააკაშვილის შემოუძღვა რუსულ ჯარს – ეს მოღალატეები!

ბიძინა ივანიშვილი – სააკაშვილის შემოუძღვა რუსულ ჯარს – ეს მოღალატეები!

“ქართული ოცნების” ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.

“თქვენ გახსოვთ 2012 წლის შემდეგ როგორ ვცვლით სიმახინჯეებს, როგორ ვითარდება ქვეყანა სწორი მიმართულებით. დღეს ის ძალები, რომლებიც თავის დროზე მართავდნენ ქვეყანას, ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ ჩვენი მოსახლეობა. რაც თავად დააშავეს, ის უნდათ გადააბრალონ ქართულ ოცნებას და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ეს მოღალატეები ცდილობენ სალომე ზურაბიშვილის მოღალატედ შერაცხვას. სააკაშვილი შემოუძღვა საქართველოშუ რუსულ ჯარს. ეს მოღალატეები!

მედია რა დღეში იყო… გახსოვთ გირგვლიანის და სხვა ახალგაზრდების მკვლელობები. ცდილობენ სკოლაში მომხდარი ტრაგედია დააბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას და იდენტური გახადონ გირგვლიანის მკვლელობის”, – განაცხადა პარტიის დამფუძნებელმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები